
კავკასიის ბიომრავალფეროვნება – 34 “ცხელი წერტილიდან” ერთ-ერთი
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის და მისი განადგურების საფრთხის მიხედვით, დღეს მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილს“ გამოყოფენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს “წერტილები” ბიოლოგიურად განსაკუთრებით მდიდარია, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ტერიტორია სწორედ ასეთ ცხელ წერტილებში შედის. კერძოდ, კავკასიის (საქართველოს უმეტესი ნაწილი) და ირან-ანატოლის (სამხრეთ საქართველო) რეგიონებში.
როგორც ზოგადად მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბიომრავალფეროვნების ძირითადი საფრთხეები სახეობების საცხოვრებელი გარემოს შემცირება, გაუარესებაა. ამის მთავარი მიზეზი კი როგორც წესი, ტყეების განადგურებაა, ასევე ბიოლოგიური რესურსების ჭარბი ან არალეგალური მოპოვება – ნადირობა, თევზჭერა, ტყის კაფვა, ანდა გარემოს დაბინძურება.