„ჯარას“ ჩვენება 7 მაისს პანკისში გაიმართება
დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 7 მაისს პანკისში გაიმართება ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე სტუდია EcoFilms-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 7 მაისსს, 17:00 საათზე, პანკისში, სოფელ დუისის კულტურის სახლში გაიმართება. ტელევიზიით ფილმის ჩვენება ჯერ არ მომხდარა და ის არც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ფილმი მთიანი აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა. [...]