ჯარას გზა
გადაღების ლოკაცია: ჩირუხის ხეობა
თუ ჯერაც ხელუხლებელი, ველური ბუნება გაინტერესებთ,
თუ არ გჯერათ, რომ შესაძლებელია ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის ზღვარი იშლებოდეს,
თუ გინდათ ნახოთ, როგორ ცოცხლობს მეფუტკრეობის, ბაზიერობის თუ სხვა უძველესი ტრადიციები თანამედროვე ცხოვრების წეს-ჩვეულებებთან ერთად,
თუ გინდათ გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მიუვალ ხეობებში, მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ და ბუნება მათთვის რესურსი კი არა, გასაფრთხილებელი სიმდიდრეა,
თუ გინდათ გაატაროთ მათთან ერთად რამდენიმე დღე, საათი, მოსინჯოთ ის, რასაც ისინი ყოველდღე აკეთებენ, დააგემოვნოთ ადგილობრივი თაფლი, რძის პროდუქტი, ნახოთ უნიკალური სახეობის ცხოველები და მცენარეები, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით, დააკვირდეთ, როგორ გადაიფრენს თქვენს თავზე ათასობით უნიკალური ფრინველი, თუ სამოგზაუროდ ზურგჩანთა და კარავიც გყოფნით და თუ “აჭარული სინამდვილე” გაინტერესებთ,
მიჰყევით ჯარას გზას:
ფილმის გადაღების ლოკაციები: მერისი, დანდალო, ჩირუხის ხეობა, დღვანის ხეობა, დიდაჭარა, ხულო.