რატომჯარა” ?

დოკუმენტური ფილმი “ჯარა” ვერ შეიქმნებოდა, რომ არა ძალიან ბევრი ადამიანის რწმენა, რომ “ზღაპარი აჭარის შესახებ” ბევრმა უნდა ნახოს. მათი ფინანსური, ფიზიკური თუ სხვაგვარი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე “ჯარა” მხოლოდ იდეად დარჩებოდა.
რატომ ისურვეს მონაწილეობა მიეღოთ “ჯარას” შექმნაში და რატომ ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია?

 ‘ჯარა’ წარმოადგენს ინტერვენციების ციკლის ნაწილს, რაც მოიცავს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს, ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერდამოკიდებულების კვლევას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას ამ საკითხების უზრუნველსაყოფად; თაფლის ფესტივალს და Eco Tours-თან თანამშრომლობას, რათა მომხდარიყო უკვე არსებული ფრინველებზე დაკვირვების ტურების დივერსიფიკაცია და ფართო სპქექტრის აგრო ტურების შეთავაზება. (Trailer) ‘ჯარამ’ მოახდინა დონორებისა და დაინტერესებული მხარეების კონსოლიდაცია, რომელთა ჩართულობა საკითხს უფრო მეტ მნიშვნელობასა და დატვირთულობას სძენს.
‘ჯარა’ შექმნის პლატფორმას ამ იდეების განვითარებისათვის, დისკუსიისათვის და გაამყარებს აჭარის მნიშვნელობას, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული დანიშნულების მქონე რეგიონი. ეს ფილმი იქნება შთაგონების წყარო სხვა გადაწყვეტილების მიმღები აქტორებისათვის საქართველოში, რომლებიც აღმოაჩენენ პოტენციალს მათ მთავარ საქმიანობაში.
ფილმი საოცრად ლამაზი, ამაღელვებელი და სასიამოვნოდ სანახავია. ეს ფილმი ქართული ცხოვრებისა და ქართული ფილმის გადაღების საოცარი ტალანტის ნათელი ნიმუშია.

sd
mc

როდესაც ნიკამ პირველად გამიზიარა თავისი იდეა ‘ჯარას’ შესახებ, მე და ჩემი გუნდი მაშინვე აღვფრთოვანდით. ჩვენ უკვე გვქონდა დოკუმენტურ ფილმზე The Road მუშაობის გამოცდილება. „გზა“ ჯერ ისევ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფილმს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივი და საერთაშორისო დამოკიდებულების შეცვლაზე მეცხვარეობისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის შესახებ.
‘გზაზე’ მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვიცოდით თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია კარგად გადაღებულ ფილმს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ჩვენ გაგვიმართლა იმ მხვრივაც, რომ გვყავს დონორი, რომელიც ჩვენს ხედვას იზიარებს. აჭარის პროგრამა მთლიანად კონცენტრირებული იყო ბაზარზე არსებული დისფუნქციების გამართვაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობისა და თაფლის პროდუქტები წარმოადგენს. ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა, იმის აღმოჩენა, თუ რამდენად გადაჯაჭვულია რეგიონის განვითარება არსებულ ბუნებაზე.
სოფლად ტურიზმი, სოფლად განვითარება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ფერმერებისათვის, ყოველთვის პრიორიტეტული, თუმცა გარკვეულწილად სეგმენტირებული იყო, ამიტომ ჩვენ მთავარ ამონაცას წარმოადგენდა ამ საკითხებისა და მთავარი აქტორების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება. ეს გულისხმობს კონსერვაციის საკითხების ინტეგრირებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის გაზრდას მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნებასა და გამდიდრებას.
‘ჯარა’ წარმოადგენს ინტერვენციების ციკლის ნაწილს, რაც მოიცავს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს, ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერდამოკიდებულების კვლევას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას ამ საკითხების უზრუნველსაყოფად; თაფლის ფესტივალს და Eco Tours-თან თანამშრომლობას, რათა მომხდარიყო უკვე არსებული ფრინველებზე დაკვირვების ტურების დივერსიფიკაცია და ფართო სპქექტრის აგრო ტურების შეთავაზება. (Trailer) ‘ჯარამ’ მოახდინა დონორებისა და დაინტერესებული მხარეების კონსოლიდაცია, რომელთა ჩართულობა საკითხს უფრო მეტ მნიშვნელობასა და დატვირთულობას სძენს.
‘ჯარა’ შექმნის პლატფორმას ამ იდეების განვითარებისათვის, დისკუსიისათვის და გაამყარებს აჭარის მნიშვნელობას, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული დანიშნულების მქონე რეგიონი. ეს ფილმი იქნება შთაგონების წყარო სხვა გადაწყვეტილების მიმღები აქტორებისათვის საქართველოში, რომლებიც აღმოაჩენენ პოტენციალს მათ მთავარ საქმიანობაში.
ფილმი საოცრად ლამაზი, ამაღელვებელი და სასიამოვნოდ სანახავია. ეს ფილმი ქართული ცხოვრებისა და ქართული ფილმის გადაღების საოცარი ტალანტის ნათელი ნიმუშია.

ჰელენ ბრადბერი, ALCP თიმ ლიდერი

ასეთი ფილმები სჭირდებათ არა მხოლოდ გარემოსდამცველებს, არამედ ყველას, ვისაც ბუნება აინტერესებს, უყვარს, ვინც მოგზაურობს, ვისაც ეს ყველაფერი აღელვებს. ეს ფილმი სჭირდება მოსახლეობასაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და საერთაშორისო აუდიტორიასაც. ამგვარი ფილმები გვაფიქრებს იმ სიმდიდრეზე, რაც გვაქვს, ბუნებისა და ტრადიციების შერწყმაზე, ადამიანისა და ველური ბუნების მშვიდობიან თანაარსებობაზე

wwf
ასეთი ფილმები საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც ძალია ცოტაა. ფილმები, რომლებშიც ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობაა ასახული. ეს მომავალია, კავკასიის და საქართველოს ბუნების გადარჩენის მთავარი სტრატეგია, მდგრაიდ განვითარების ხელშწყობა, ამ ჰარმონიის ასახვა და ადამიანი-ბუნების ბალანსირებული ურთიერთქმედების შენარჩუნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დოკუმენტური ფილმი “ჯარაც”.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფილმის გადაღება ხდება აჭარაში, ბუნების ნამდვილ მუზეუმში. იმ ადგილას, რომელმაც მსოფლიოს არაერთი სახეობა გადაურჩინა და შემოუნახა გამყინვარების პერიოდში და ახლაც, თანამედროვე ეპოქაშიც, აჭარა საქართველოს ის კუთხეა, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ტყე დარჩა, მეტი ხელუხლებელი ტერიტორიაა. სადაც არსებობს ბუნებისადმი ფრთხილი მოპყრობის ტრადიცია, მცირემიწიანობის, მრავალშვილიანობისა და ბუნებრივ რესურსზე არსებული დიდი მოთხოვნის მიუხედავად.

ასეთი ფილმები სჭირდებათ არა მხოლოდ გარემოსდამცველებს, არამედ ყველას, ვისაც ბუნება აინტერესებს, უყვარს, ვინც მოგზაურობს, ვისაც ეს ყველაფერი აღელვებს. ეს ფილმი სჭირდება მოსახლეობასაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და საერთაშორისო აუდიტორიასაც. ამგვარი ფილმები გვაფიქრებს იმ სიმდიდრეზე, რაც გვაქვს, ბუნებისა და ტრადიციების შერწყმაზე, ადამიანისა და ველური ბუნების მშვიდობიან თანაარსებობაზე. და რაც ყველაზე მთავარია, ეკოლოგიურ, ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად, მის ეკონომიკურ ფასზე.

ნუგზარ ზაზანაშვილი - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დირექტორი, WWF

ფილმი გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც აინტერესებთ მოგზაურობა, სიახლეებისა და ახალი ადგილების აღმოჩენა, ველური, ხელუხლებელი ბუნება, “ბერდვოჩინგისთვის” ხელსაყრელი ადგილები. ფილმში სრულადაა აღწერილი ის გარემო, რომელიც ამ ყველაფრით უნიკალურს ხდის აჭარის რეგიონს

ministry of education ajara
“გვინდა ხელი შევუწყოთ “Eco Films”-ის მიერ აჭარის რეგიონზე სარეკლამო-დოკუმენტური ფილმის შექმნას. ფილმი “ჯარა” ჩამოაყალიბებს აჭარის რეგიონის, როგორც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი დანიშნულების ადგილის იმიჯს. წაახალისებს თაფლის წარმოების მიმართულებას, მის პოპულარიზაციაში დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას თუ ორგანიზაციებს. ასახავს ადამიანისა და ველური ბუნების თანაარსებობას. მთლიანობაში კი მივიღებთ რეგიონის ბუნების, სოფლის ცხოვრების, ტრადიციული გეჯური მეფუტკრეობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმს.

ფილმის მხარდაჭერა ხდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული საბაზრო განვითარების პროგრამის („მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“) ფარგლებში, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps) ახორციელებს.

სალომე მურვანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დოკუმენტური ფილმი “ჯარა” კი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ტურისტებს ან პოტენციურ ტურისტებს, რომლებსაც გარემო, სოფლის მეურნეობა, ველური ბუნება აინტერესებთ, ვაჩვენოთ უძველესი და ჯერ კიდევ ცოცხალი, უნიკალური ტრადიცია, დავიცვათ ის დავიწყებისგან

psovi
PSOVI გარემოსდაცვიტი ასოციაციაა და ამგვარ პროექტებზე ხშირად მუშაობს. უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვგროვდა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთმიმართების შესახებ. დიდი ხანია “ეკოფილმსის” პარტნიორები ვართ. დოკუმენტური ფილმი “ჯარა” კი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ტურისტებს ან პოტენციურ ტურისტებს, რომლებსაც გარემო, სოფლის მეურნეობა, ველური ბუნება აინტერესებთ, ვაცვენოთ უძველესი და ჯერ კიდევ ცოცხალი, უნიკალური ტრადიცია, დავიცვათ ის დავიწყებისგან.
ჯიმშერ მამუჭაძე - გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI-ის ხელმძღვანელი, PSOVI

დოკუმენტური ფილმი “ჯარა” ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, ვუთხრათ ეკოტურისტებს მთელ მსოფლიოში, რომ არსებობს ბიომრავალფეროვნებით საოცრად მდიდარი მთიანი აჭარა, ადამიანისა და ველური ბუნების წარმომადგენელთა თანაცხოვრების ათასწლოვანი, მრავალფეროვანი და უნიკალური ტრადიციებით

eco tours
აჭარის რეგიონის ბიომრავალფეროვნება და ბუნებასთან დაკავშირებული ადგილობრივი მცხოვრებლების არაერთი ტრადიცია შეიძლება გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეკოტურისტების მოზიდვის არაჩვეულებრივი საფუძველი. აქ არის ადგილები, სახეობები, ჩვეულებები, რომელთა ნახვასაც ისინი სხვაგან ძნელად ან საერთოდ ვერ შეძლებენ – ეკო და აგროტურიზმის უდიდესი პოტენციალი, რომელიც სათანადოდ არ არის გამოყენებული. ასევე მტაცებელ ფრინველთა გადაფრენის მსოფლიოში სიდიდითა და მნიშვნელობით მესამე დერეფანი.

ჰკითხეთ მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს, ეცოდინებათ როგორ მოიშინაურეს ადამიანებმა ფუტკრები? რომ უთხრათ, ასეთ რამეს ახლაც აკეთებენ მთიან აჭარაშიო, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ამის ნახვა და ამ პროცესში ჩართვაც მოუნდებათ. ეს არა მხოლოდ ტრადიციის, მეფუტკრეობის თუ ქართული თაფლის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ აგროტურიზმის განვითარებასაც, როდესაც ვიზიტორები თავად ერთვებიან მსგავს საქმიანობაში. აქვე იქნებიან გადამფრენი ფრინველების სანახავად ჩამოსული ტურისტებიც დასავლეთ თუ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

დოკუმენტური ფილმი “ჯარა” ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, ვუთხრათ ეკოტურისტებს მთელ მსოფლიოში, რომ არსებობს ბიომრავალფეროვნებით საოცრად მდიდარი მთიანი აჭარა, ადამიანისა და ველური ბუნების წარმომადგენელთა თანაცხოვრების ათასწლოვანი, მრავალფეროვანი და უნიკალური ტრადიციებით.

ზურაბ ჯავახიშვილი, ორნითოლოგი, “ეკოტურს ჯორჯიას” დამაარსებელი, Ecotours Georgia

მისასალმებელია ისეთი ფილმების შექმნა, როგორიცაა „ჯარა“, ის მაყურებელს ჩააფიქრებს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაზე, ჩააფიქრებს იმაზე, თუ როგორაა ის (ადამიანი) მიჯაჭვული ქალაქს და იქნებ უბიძგოს კიდეც იმისკენ, რომ რამდენიმე საათით მაინც გავიდეს ბუნებაში და შეერწყას იმ სილამაზესა და ჰარმონიას, რასაც ეს ფილმი წარმოგვიდგენს…

futkara

საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს მთების შვილმა, დიდმა პოეტმა, გენიოსმა ვაჟამ ბუნება აალაპარაკა და წიგნით შეაყვარა თაობებს ჩვენი ფლორა და ფაუნა… დღეს, როცა წიგნის სიყვარული ტელევიზიამ და მისმა ვიზუალურმა ეფექტებმა ჩაანაცვლა, მისასალმებელია ისეთი ფილმების შექმნა, როგორიცაა „ჯარა“, ის მაყურებელს ჩააფიქრებს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაზე, ჩააფიქრებს იმაზე, თუ როგორაა ის (ადამიანი) მიჯაჭვული ქალაქს და იქნებ უბიძგოს კიდეც იმისკენ, რომ რამდენიმე საათით მაინც გავიდეს ბუნებაში და შეერწყას იმ სილამაზესა და ჰარმონიას, რასაც ეს ფილმი წარმოგვიდგენს… მე კიდევ უფრო მახარებს ის, რომ ამ ფილმის მთავარი გმირები საოცარი მწერები, მართლაც, ღვთის ქმნილება ფუტკრები არიან…. ჩვენი „ფუტკარა ჯგუფიც“ ხომ ამ საქმეს ემსახურება… ვუსურვებ ფილმს „ ჯარა“ წარმატებას და იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც ის შეიქმნა… „ფუტკარა ჯგუფი“ ყოველთვის იქნება ასეთი პროექტების მხარდამჭერი.

მიხეილ თეთრუაშვილი, ფუტკარა ჯგფის დამფუძნებელი
ecofilms
cnf