კავკასიური მურა დათვი

აჭარაში ადამიანების სამოსახლო ტერიტორია გაცილებით მეტადაა შეჭრილი დათვის საცხოვრებელ გარემოში, ვიდრე სადმე სხვაგან საქართველოში. როგორც კი ეზო მთავრდება, იქვე იწყება ტყეები. კარმიდამო იმდენადაა შერწყმული ველურ ბუნებასთან, დათვისთვის ადამიანთან მიახლოება ძნელი სულაც არაა. ამიტომ ხშირად ხდება მათ შორის კონფლიქტიც. დათვი ხშირად ურბევთ ყანებს, სკებს. აჭარა დათვისთვის საკვებით უხვი ტერიტორირიაა. დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, არსებული მონაცემებით, აქ დათვების რაოდენობაც უფრო მეტია. ამას ხელს ტყის პროდუქტიულობა, კლიმატი და ასევე ის უწყობს ხელს, რომ აჭარის პოპულაცია შერწყმულია თურქეთის ტყის პოპულაციასთან რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერის გარეშე.
თურქეთში დათვის მოკვლა არაპოპულარული საქმეა, ის რამის ღორთანაა გაიგივებული მუსლიმი მოსახლეებისთვის. სპორტული, გართობის მიზნით დათვზე ნადირობა არც აჭარლებისთვისაა დამახასიათებელი.
კავკასიური მურა დათვის მშვიდობისმოყვარე სახეობაა, ევროპული დათვების მსგავსად. ადამიანებზე არაპროვოცირებული თავდასხმის ფაქტები ძალიან ცოტაა. დათვი თავადაც ყოველთვის ცდილობს გაეცალოს, გაერიდოს ადამიანს, ამ შიშში შეიძლება ადამიანი დატოროს, მაგრამ შეიარაღებული თავდასხმის გარეშე ძალიან იშვიათად იწყებს ადამიანზე მტაცებლურ შეტევას.
დათვებს აქ ადამიანებთან თანაცხოვრების ძალიან დიდი ისტორია აქვთ, მათ ისწავლეს საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობა. განსკაუთრებით აგრესიული ინდივიდები ადამიანის მიერ მოიკლა, ჩამოყალიბდა პოპულაცია, რომელიც ნაკლებად საშიში ადამიანისთვის.
თბილი კლიმატის გამო აჭარაში დათვი გაცილებით გვიან წვება ბუნაგში, ხან დეკემბერში, თოვლშიც კი ჯერაც საკვებს ეძებს ბუნაგში ჩაწოლამდე, გაზაფხულზეც, მარტის შუა რიცხვებში ნაადრევად ტოვებს ბუნაგს. თუმცა გამონაკლისია ძუ დათვი, თუ მან ბელები უნდა მოიგოს, ის აუცილებლად მალევე წვება ბუნაგში, რადგან ეს შეიძლება მხოლოდ იქ მოხდეს. ბელებს დაბადების შემდეგაც დიდხანს სჭირდებათ დედის ფიზიკური სიახლოვე, რადგან ახალშობილებს თემორეგულაციის ნარი არ აქვთ და თუ მარტო დარჩებიან, შეიძლება გაიყინონ და დაიღუპონ. თუკი დედა დათვს თავიდან დედობრივი ინსტინქტი გაცილებით ნაკლებად აქვს განვითარებული და ბუნაგთან ჩვალილი ადამიანის გამო შეუძლია ისინი მიატოვოს, მოგვიანებით, ბელებსა და ადამიანებს შორის მანამ დგებიან, სანამ ბელები არ გაიქცევიან და მათ მმართ ადამიანის საფრთხე არ შემცირდება.
დათვები ძალიან დიდ ტერიტორიას ფარავენ. ერთი ხვადი დათვის ინდდივიდუალური ტერიტორია შეიძლება 500 კვ კმ -იც კი იყოს. ეს კი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიის ფართობსაც კი არ უტოლდება საქართველოში. შესაბამისად დათვის და მისი საცხოვრებლის დაცვა ჯერაც პრობლემაა.
დათვი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. თუმცა სახეობათა კონსერვაციის სპეციალისტების აზრითაც, ამგვარი რეგულირება დათვის პოპულაციის არათუ შენარცუნება-გაზრდას, არამედ პირიქით, შემცირებას უწყობს ხელს და საჭიროა სხვაგვარი საკანონმდებლო რგეულირება, სამონადირეო მეურნეობების შექმნა, გინივრული სანადირო კვოტების შემოღება, მონადირეების მოზიდვა და ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებაც, უყურონ დათვის პოპულაციას, როგორც დასაცავ, სამომავლოდ გასაფრთხილებელ რესურსს.