კავკასიური სალამანდრა – (ლათ. Mertensiella caucasica)

წყალხმელეთა, კუდიანი ამფიბია კავკასიური სალამანდრა მხოლოდ მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა და თურქეთში გვხვდება. საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სახეობა მისი გავრცელების ასეთი ვიწრო არეალის და საცხოვრებლის მიმართ სპეციფიკური ეკოლოგიური მოთხოვნების გამო. ნახავთ აჭარა-იმერეთის ქედზე და თრიალეთის ქედის უკიდურეს დასავლეთსი, ბორჯომის ხეობაში, საირმეში, მცირე აზიაშიც.
მას დიდი რაოდენობით ნალექი და საკმაოდ ტენიანი გარემო სჭირდება. ძირითადად წყაროებთან ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ წყაროს წყალი მისთვის საკმარისი არაა. ირგვლივ რამდენიმე ათეულ მეტრზე მაინც უნდ აიყოს ტენიანი ნიადაგი, რომ სალამანდრა არ გამოშრეს, არ დაიღუპოს. ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. სჭირდება მთის მდინარე, რომლის ტემპერატურაც წლის განმავლობაში 14-15 გრადუსს არ აღემატება, სხვანაირად მისი კვერცხები ვერ განვითარდებიან. სალამანდრა ძალიან ნაზი ცხოველია, მის კვერცხებსაც განსავითარებლად 3 თვე სჭირდება. მაშინ როცა ბაყაყის კვერცხი 4 დღეში იჩეკება. ამიტომ ზოგჯერ ზღვის დონიდან 2800 მ-ზეც კი ნახავთ, მთის ცივ ნაკადულებსა და ტენიან ღელებში.
შავი, ყვითელკოპლებიანი სხეულის ნახევარზე მეტს კუდი შეადგენს. სულ 20 სმ-ზე გრძელი არ არის. დღისით ქვების ქვეშ, ნიადაგის ნაპრალებში და ბუჩქების ფესვებში იმალება. თუ წყალში წევს, პატარა თავი ამოყოფილი აქვს, ხმელეთზე სირბილის დროს კი მთელი ტანით იკლაკნება და ხვლიკივით სწრაფად დარბის. ხელით კუდზე თუ შეეხებით, კუდი მოძვრება, მაგრამ მალე ისევ გაეზრდება. იკვებება მწერებით, მატლებით, უხერხემლო პატარა ცხოველებით.

მე-19 საუკუნეში აღმოჩენილ-აღწერილი ეს სახეობა საუკუნეზე მეტხანს ევროპული სალამანდრას ნათესავად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევრპული სალამანდრა უფრო ჩაპსკვნილი და მოკლეა. მაგრამ მოგვიანებით, უკვე გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი პარალელურად განვითარებული სახეობებია და კავკასიური სალამანდრას ყველაზე ახლო ნათესავი ჩრდილოეთ ესპანეთსა და პორტუგალიაში ბინადრობს, მისი მსგავსი სახეობის ძვლები იპოვეს სლოვაკეთისა და პოლონეთის კარპატებში გამოკვლეულ სამარხებშიც.
როგორც ჩანს, გამყინვარებამდე სალამანდრები ფართოდ იყვნენ გავრცელებული კავკასიაში, ევროპის მთელ მთიან სისტემებში, მაგრამ ცენტრალურ ევროპაში გამყინვარებისას ისინი ამოწყდნენ და დარჩნენ ორ გახლეჩილ კუნძულზე – ატლანტის ოკეანის სანაპიროებსა და შავი ზღვის ნაპირას.
დაახლოებითაც ძნელია იმის თქმა, კავკასიური სალამანდრის რამდენი ინდივიდია დარჩენილი, რადგან ერთ პატარა ხეობაშიც მათ დათვლას რამდემინეწლიანი ყოველდღიური მუშოაბა სჭირდება. მაგრამ სალამანდრას წინაშე არსებულ რისკებზე საუბარი მათი რაოდენობის ცოდნის გარეშეც შეიძლება.
იმ ეკოსისტემებს, სადაც სალამანდრას შეუძლია ცხოვრება, დღეს ძალიან უჭირს. ყველაფრის მთავარი მიზეზი ტყის კაფვაა, არალეგალური თუ ლეგალური, მაგრამ ხშირად ბარბაროსული მეთოდებით. ხშირად ხეებს სწორედ წყაროების ირგვლივ, ადვილად მისადგომ ადგილებში ჭრიან, მორები კი ამ წყაროს წყლით ჩამოაქვთ. ამ დროს ანადგურებენ როგორც თავისთავად წყაროს, ისე მის ფუნქციას – როგორც სახეობების საცხოვრებელს. ნადგურდება ცხოველების კვერცხები, წყაროს მისი სანაპირო მცენარეულობაც და იქ შეუძლებელი ხდება სალამანდრას მსგავსი სახეობების გადარჩენა. ამიტომაა კავკასიური სალამანდრა ერთ-ერთი ინდიკატორი და გამოკვეთილი ნიშანი იმისა, რამდენაც დაცული და სენარჩუნებულია მისი საცხოვრებელი გარემო, ტყე.