კადრს მიღმა

jara

საქართველოში გარემოსა და ველური ბუნების შესახებ დოკუმენტური ფილმების შექმნის გამოცდილება თითქმის არ არსებობს. თითქმის შეუძლებელია ისეთი პროფესიონალების პოვნა, რომელსაც ხარისხიანი ფილმის გადაღებაც შეუძლია და  თან ველურ ბუნებასაც იმდენად კარგად ან საკმარისად მაინც იცნობს საიმისოდ, რომ მთაში, ტყეში სწორ დროსა და ადგილას, სწორი მიდგომით გადაიღოს ველური ბუნების სხვადასხვა ნაწილი. ცხოველები იქნებიან ეს თუ ფრინველები.

EcoFilms წლებია “ბერდვოჩერებს” ეხმარება შესაფერისი ადგილების შერჩევაში, ტურების დაგეგმვაში.

ეს გამოცდილება ფილმის გადაღების პროცესზეც აისახა. თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ველური ცხოველების გადაღება რჩება.  არსებობს ბიომრავალფეროვნების – ფლორისა და ფაუნის ცალკეული თუ ერთობლივი კვლევები, თუმცა ეს კვლევებბი აკადემიური სფეროს მიღმა ნაკლებად თუ ადგებად ველზე მომუშავე ოპერატორებს, რეჟისორებსა თუ შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრებს.

ძნელია სწორად იმის განსაზღვრა სად, როდის, როგორ უნდა მოხდეს გადაღება.

ფუტკარი შეიძლება ვინმეს გადაუღია, მაგრამ ფუტკარი სკაში? გინახავთ ასეთი რამ ქართულ ვიდეო-დოკუმენტურ მასალებში? რა თქმა უნდა – არა. ამიტომ “როგორ გადავიღოთ” ყოველდღე მთავარი კითხვად რჩება და ახალი მეთოდების, ხრიკების მოგონებაა საჭირო. ის, რისი გადაღებაც ბუნებაში ვერ ხერხდება, თბილისის სტუდიაში ან ისევ ბუნებაში შექმნილ სპეციალურ სტუდიებში კეთდება.

 ნიკა წიკლაური:

უნიკალური ცოცხალი ტრადიციის იდეა გზაში დაიბადა, ერთ-ერთი სხვა გადაღებიდან მომავლებმა გადავწყვიტეთ ბუნებისა და ადამიანის კავშირზე და მიმართებაზე გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი, რომლის ცენტრშიც ფუტკარი იქნებოდა. ყველაზე ძველი და ცოცხალი ტრადიციები, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და მნიშვნელოვან ადგილასაჭარაში.  
 
ასეთი მასშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანისა და ცხოველის თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ რეალური მოვლენები, ადამიანების და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ამთი ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები. 

ძალიან ბევრი ხალხია ჩართული სამუშაო პროცესში, მაგრამ რისკიც დიდია. ყველაფრის მოსინჯვა თავიდან ჩვენ გვიწევს, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, სხვანაირად ვერ ვისწავლით და არც არავინაა ისეთი, რომ გვასწავლოს ან გვირჩიოს. ეს უშუალოდ გადაღების კუთხით. თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები, ზოოლოგები, ბოტანიკოსები, მეფუტკრეები, ძალიან გვეხმარებიან, მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. 
 
ცხადია, როცა ვიწყებდით, ისიც არ ვიცოდით, რამე გამოვიდოდა თუ არა. ახლაც ასეა, ხან კვირების გადაღებები უშედეგოდ მთავრდება, ხან სრულიად მოულოდნელად წავაწყდებით დათვს და გადასაღებად მზად არ ვართ, ხან დღეების განმავლობაში ველოდებით, ვეძებთ და მაინც ვერ ვიღებთ ისე როგორც საჭიროა, ან საერთოდ არ გამოჩნდებიან. ან მხოლოდ საერთო ხედებს ვიღებთ, ცხოველებსაც, მაგრამ გვჭირდება დეტალებიც, რომელთა გადაღებაც შეუძლებელია, დათვს ხომ ვერ მივუახლოვდებით ისე, რომ მისი სხეულის დეტალები გადავიღოთ. ან იმ ცხოველების გადაღება, რომლებთან შეხვედრის ალბათობაც არც ისე დიდია აჭარაშიზოგჯერ სხვაგან გვიწევს.